понедельник, 25 февраля 2013 г.

ვაკანსია , Web-ჟურნალისტი


ვაკანსია  , Web-ჟურნალისტი

გვესაჭიროება სამედიცინოს სტუდენტები ან/და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო საიტისათვის მოგვიმზადებენ მოკლე , საინტერესო სტატიებს. (ბლოგერი)


ძირითადი მოვალეობები:
·         მოკლე ინფორმაციების მომზადება სამედიცინო საიტების შემდეგი რუბრიკებისათვის ქართულად :
–  «სამედიცინო სიახლეები» ეს არის მოკლე ინფორმაციები უცხოური ინტერნეტ–მასალებიდან.
    არაუმეტეს 1200 სიმბოლოში
–  « ახალი ამბები» . ეს არის ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ანოტაციები,
    ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე სიახლეები, კონფერენციები და სხვა . ინფორმაციის წყარო
    შეიძლება იყოს ოფიციალური საიტები და დამოუკიდებელი წყაროებიც.
მასალა უნდა შეირჩეს ისე, რომ მან მოიზიდოს მკითხველი
·         დამატებითი სამუშაოების ჩატარება, თავის სტატიებზე მკითხველთა მოსაზიდად.
·         სტატიები დამოუკიდებლად უნდა დადოს საიტზე და ბლოგებზე.
 

მოთხოვნები:
  • უნდა ქონდეს საკუთარი ბლოგი და აკაუნტები სოციალურ ქსელებში, მოგვწერეთ მათი მისამართები . თუ არ გაქვთ ან ეხლა ვერ გახსნით, ნუ შეგვეხმიანებით
  • აუცილებლად უნდა გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი. მიუთითეთ იუზერი სივში
  • უნდა გქონდეთ აზრის წერით გადმოცემის უნარები და სწორად წერის კულტურა
  • გამოაგზავნეთ :    1) CV ,  2) სადემოსტრაციო სტატია, რომელსაც  თქვენი აზრით ეყოლება მკითხველი
  • მიუთითეთ, ყველა ლინკი სადაც არის ინტერნეტში თქვენს შესახებ რაიმე ინფორმაცია
    ან თქვენი ინფორმაცია
  • ! თუკი გაქვთ რუსული განათლება მიუთითეთ. მიუთითეთ ენების ცოდნა
  • აუცილებლად გამოაგზავნეთ სადემოსტრაციო სტატია , ზემოთ დასახელებული რუბრიკებისათვის რომელსაც თქვენი აზრით ეყოლება მკითხველი. ასეთი მასალის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება. (არა უმეტეს ნახევარი გვერდისა).

ანგარიშის გაწევა :
  • არა გვაქვს ტერიტორიული შეზღუდვები .( რაიონები, უცხოეთი)
  • არა გვაქვს  შეზღუდვები უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით, მაგრამ უპირატესო–ბას მოვანიჭებთ სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს. ამ სამუსაოებს აქვს პერსპექტიული გაგრძელება ჯურნალისტური ნიჭით დაჯილდოებულ სამედიცინოს სტუდენტებისათვის
  • ინდივიდიალურად განიხილება  ფაქტი, თუკი გაქვთ მენეჯერული უნარები და მოსაზრებები
  • ინდივიდიალურად განიხილება თანამშრომლობის ფორმების საკითხი , თუკი  ხართ რეზიდენტი ჩვენთვის საინტერესო სპეციალობებით
გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
  • წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
  • სკაიპით გასაუბრება . (აუცილებელია გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი)
  • საცდელი ანაზღაურებადი კონტრაქტი
  • კონტრაქტი
ანაზღაურება:
            
უმეტესად – შეთანხმებით,  შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
             
ეს არის სამუშაო, რომლის შეთავსება შეიძლება სხვა სამუშაოსთან, ე.წ. საკონტრაქტო,
              მაგრამ ხანგძლივი სამუსაო.

ინფორმაციის გამოგზავნის წესი
             თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ვორდის 4 ფაილს:
             1.
CV
             2.
სადემოსტრაციო სტატია, ნახევარი გვერდი
             3. თქვენი ბლოგებისა და სოც.ქსელებში აკაუნტების მისამართებს
             4. მოტივაციის წერილი

            
ვერ განვიხილავთ ავტომატიურად და ნახევრად ავტომატიურად გამოგზავნილ წერილებს.
           !   ვერ განვიხილავთ წერილებს, რომლებსაც არ ექნება დასახელებული 4 მიბმული ფაილი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზეkurortebi@gmail.com  . თხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება « « Web- ჟურნალისტი  »  . აუცილებელია გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი.

Комментариев нет:

Отправить комментарий